შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე 1997 წელს დაბადებული გ.კ. “ირაოს” თანამშრომლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, 1991 წელს დაბადებული კ.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











