ირლანდიამ AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნორვეგიაში ვაქცინირებულ ზრდასრულ ადამიანებში სისხლის შედედების შემთხვევები გამოვლინდა.
თავად კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა.
მათივე განმარტებით, ტარდება დამატებითი ტესტირება, და ამ შემოწმების შედეგად, შეშფოთების არანაირი მიზეზი არ გამოვლენილა.











