ირლანდიაში ლოქდაუნი ძალაში 5 აპრილამდე იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ქვეყნის მთავრობის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირლანდიაში სკოლების გახსნა 1 მარტიდან იგეგმება.
„მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები ეგრევე არ მოიხსნას. ჩვენ ნელ-ნელა ვხსნით სკოლებს, რათა ბავშვები საგანმანათლებლო გარემოს დაუბრუნდნენ. ეს დიდი შვებაა მშობლებისთვისა და ბავშვებისთვის“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, აპრილის ბოლოსთვის ირლანდია 18 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციას გეგმავს.











