საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აფხაზეთიდან დევნილ ნაირა კალანდიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ქალბატონ ნაირას გარდაცვალების გამო. იგი, შეიძლება ითქვას, იყო ერთგვარი სიმბოლო, ერთი მხრივ, მათი, ვინც აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლი გახდა და, მეორე მხრივ, მათი, ვინც ქართული სულის გაუტეხელობისა და საქართველოს ერთგულების მაგალითად იქცა.
იგი დღეს მიებარება მშობლიურ მიწას.
ღმერთმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს სამშობლოსათვის თავგანწირული, ერთგული მამულიშვილის, ქალბატონ ნაირას უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა“, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდია 22 აგვისტოს გარდაიცვალა.
მას უკავშირდება ერთ-ერთი შემზარავი ამბავი – აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს მებრძოლმა კაზაკმა შვილის თვალი გადააყლაპა.











