ის ორი დეპუტატი, რომლებიც პარლამენტში შევიდა ცინიზმის მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ „გირჩის“ საპარლამენტო სიის მე-4 წევრმა, სალომე მუჯირმა, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე” განაცხადა.
„რეალობიდან გამომდინარე არამგონია, მორალურად თუ სამართლებრივად სწორი იყოს, იმ ფარსში მონაწილეობა და ალბათ, ეს კარგად გამოჩნდა, ბოლო დღეებში. როცა ვნახეთ, იქ(პარლამენტში) შესული ოპოზიციონერი, ბოლოს დამატებული ორი ადამიანი, რომლებიც უბრალოდ, ცინიკური თავდასხმის მსხვერპლია, იქ მყოფი სხვა პარლამენტის წევრებისგან. ვინც არ უნდა მიხვდეს პარლამენტში, არამგონია იმ პარლამენტს ლეგიტიმაცია ჰქონდეს,“ – განაცხადა სალომე მუჯირმა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ.








