„მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბატონი ელისაშვილი პარლამენტიდან გააგრძელებს თუ პარლამენტს გარედან სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ჭორაობას და სხვადასხვა ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებას”,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„იმ პუნქტებზე, რასაც ასაჯაროებს ალეკო ელისაშვილი, მეოთხე რაუნდზეც იყო საუბარი და ეს არ არის ბატონი ელისაშვილის დამსახურება. ეს არის მთლიანად ოპოზიციის დამსახურება.










