საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მუქარას ეხმაურება.
ვოლსკის თქმით, ის რაც ვაშაყმაძემ გააკეთა რეალურად გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს გამოხატავს.
„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს. სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებს და მათ დამოკიდებულებას გამოხატავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის სამართალდამცავებს ემუქრება.
ოქრუაშვილის პარტიის წევრი – პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ











