fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის – ამირან გამყრელიძე

14:47 ივნისი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
834
ნახვა

„ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, სადაც  დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გიორგი გახარია გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს და როლს დღევანდელ პანდემიაში, თუ რას აკეთებს ცენტრი და იქ მომუშავე ადამიანები ამ მულტისექტორულ პასუხში, რასაც ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ახორციელებს.

„გავიარეთ მრავალი საკითხი, რაზეც ლუგარის ცენტრი მუშაობს – გენომის ცენტრი, პოლიომელიტის ლაბორატორია, ყვითელა-წითურასი, ჰეპატიტის რეფერალური ლაბორატორია და კიდევ ბევრი მიმართულება, რაზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს. გიორგი გახარიამ მოინახულა გადაუდებელი დახმარების დარბაზი, სადაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, როგორც მსოფლიოში, გლობალურად, ისე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის სიტუაციის. პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩვენს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს კიდევ დამატებითი სტიმულია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი აფასებს მათ შრომასა და დამსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას. მოგეხსენებათ, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ოაზისი, კუნძული ჩვენს რეგიონში კორონავირუსულ ინფექციასთან  სამაგალითო ბრძოლის. ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის და ამაში, ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ მულტისექტორული პასუხის, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები იყო დროული, სწორი და სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ნაკლები დაზიანებით მივდივართ ამ პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიან მუშაობაში ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ“, –  აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 914 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 771 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

თეგები: ამირან გამყრელიძეგიორგი გახარიაკორონავირუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია