fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ის, ვინც ქვეყანას ომს ვერ ააცილებს, არ იმსახურებს პოლიტიკაში დარჩენას – ღარიბაშვილი

19:30 აგვისტო 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
850
ნახვა

ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ“ აარიდა დიდი განსაცდელი, რომელიც ხალხს უამრავ პრობლემას შეუქმნიდა.

„ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა იყო იმ დროს ხელისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“. აგვისტოს ომმა უამრავი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, მივიღეთ დამატებით 10 ათასობით დევნილი.

კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. მივიღეთ 10 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილი, ქედს ვიხრით მათ წინაშე. 300 ათასი დევნილი დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს. სამწუხაროდ, ის შეცდომა, უბედურება და განსაცდელი, რომელიც ჩვენ მაშინ ვერ ავიცილეთ თავიდან, 2008 წლის აგვისტოს ომში გაიმეორა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა.

შესაბამისად, ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაყვანა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია