ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ისინი იმ ბინების დაკანონებას ითხოვენ, სადაც უკვე მრავალი წელია ცხოვრობენ.
ამ მოთხოვნით აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართეს, თუმცა ამბობენ, რომ მაშინ გამგეობაში კონკრეტული ადამიანების სია გადასცეს და განუცხადეს, რომ ბინები დაუკანონდებოდათ. დაპირების მიუხედავად, საკითხი ამ დრომდე არ მოგვარებულა.
მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა, ადგილზე ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი მივიდა.
მან ბინების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ზემდგომ ორგანოებში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.











