ისე გავზარდეთ ჩვენი შვილები, რომ არავინ არ შეუწუხებიათ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჩემი შვილებიც დადიოდნენ ისეთ სკოლებში, სადაც სხვისი შვილებიც დადიოდნენ და იმათ ჰქონდათ სახლებიდან ნეგატივი გამოყოლილი, მაგრამ თავის თავს თვითონ იცავდნენ. ჩემი შვილი ედუარდი იყო აღიარებული ხაზარაძის სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულად მრავალი წლის განმავლობაში, დღემდე მისი რეკორდი არავის არ მოუხსნია. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ბევრ ადამიანს არ მოსწონდა, ყველა დაბრკოლება გადალახა ისე, რომ ხმა არ აუმაღლებია არასდროს. ძალიან ბევრი “ოცნების” ლიდერის შვილი იყო მის კლასში და მე არ მახსოვს კონფლიქტი ,- განაცხადა სააკაშვილმა.
„ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











