fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპში არ აღმოჩნდა – მიხეილ რამიშვილი

16:11 აგვისტო 4, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
913
ნახვა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა.

„ვერაფერი მოვიძიე. არის იუთუბზე შესული, კინოები აქვს ნანახი. სხვაგვარი ფაილები, არ არსებობს.

ექსპერტიზისთვის დასმული კითხვები იყო: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის” მარკის ლეპტოპიდან მოხდეს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ, სოციალურ ქსელებში „ფეისბუკიდან“, „მესენჯერიდან“, „ვოთსაფიდან“, „ინსტაგრამიდან“, „სკაიპიდან“ და ა.შ არსებული საკონტაქტო ინფორმაციული საკომუნიკაციო ზარების ამსახველი ინფორმაცია და გავრცელებული მიმოწერა.

2. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას დანაშაულთან დაკავშირებული შემცველი ფოტო და ვიდეო ფაილები, მათი გადაღების თარიღების მიხედვით, იყო თუ არა აღნიშნული ფაილები გაგზავნილი სოციალურ ქსელში.

3. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას ვებგვერდებზე შესვლის ისტორიები.

ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. აღმოჩნდა გაურკვეველი ყვავილებისა და პეიზაჟების ფოტოები. იცით როგორი ასოციაცია დამრჩა? რომ ეს არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი. მგონი, მე უკეთესი პერსონალური კომპიუტერი მაქვს, მეტად სამუშაო პროცესში მყოფი, უფრო ბევრი ფაილებით დატვირთული, უფრო მეტი ინფორმაციის მქონე, ვიდრე თამუნას პერსონალური კომპიუტერია,”- განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, საქმეში აუცილებლადაა ჩასართავი ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები, რადგან გარკვეული ეჭვები აქვს.

„უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ კომპიუტერთან მიმართებით ხდება იმის შექმნა, რომ გამყარდეს ის ვერსიები, რომ ამ გოგომ, თითქოსდა, მართლა საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ისეთი ფოტოებია იქ, გაურკვეველი ყვავილების, პეიზაჟების.

თუ ასეთი არაფრის მთქმელი ინფორმაცია და მარტო სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ კლონირებას და პროცედურებს. ამათი განმარტებით, რაც მათ გადმომცეს ყველაფერი სრულად ჩაატარეს. განცდა მაქვს ერთი, ეჭვი მეპარება ამ ყველაფერთან დაკავშირებით,”- განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან  193 896 ფოტო და 480 ვიდეო ამოიღეს – ადვოკატი

 

თეგები: თამარ ბაჩალიაშვილის საქმემიხეილ რამიშვილი

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

მარტი 4, 2021
804
სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხება

მარტი 4, 2021
813
სამართალი

თეონა თამაზაშვილის თქმით, იმ გოგოს დაშინებას ცდილობენ, რომელმაც თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა

იანვარი 19, 2021
937

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია