fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ისევ მოვუწოდებთ პარტიებს, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი 19 აპრილის შეთანხმებისთვის, მოაწერონ ხელი – კელი დეგნანი ​

14:45 აგვისტო 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი 19 აპრილის შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზამკვლევია, რომელიც ქართველმა ლიდერებმა ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს.

„ყველა განცხადებაში, რომელიც წავიკითხე, მათ შორის ჩვენს განცხადებაში, მკაფიოდ არის აღნიშნული, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან საქართველოს მეგობრები იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება გავიდეს ამ შეთანხმებიდან. ეს არის საუკეთესო გზამკვლევი, რომელიც ქართველმა ლიდერებმა ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს, იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომლებიც საქართველოს სჭირდება. შეთანხმების იდეა და ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა შეათანხმეს ის ერთად და ერთად აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულონ რეფორმები. ჩვენი იმედია, რომ ეს შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურის და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის. საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელთა წინ წაწევას და შესრულებას შეძლებს ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა ლიდერი.

ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება დარჩება ძალაში და კვლავ იქნება ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ქართველ ლიდერებს სჭირდებათ აუცილებელი რეფორმების ჩასატარებლად. ფოკუსი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ და შეთანხმების ყველა ხელმომწერის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მათ დადეს პირობა, რომ შეასრულებენ ამ შეთანხმებას კეთილსინდისიერად და უნდა გააგრძელონ ამის კეთება. ჩემი აზრით, სანქციებზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ვიხილავთ ამ შეთანხმების ხელმომწერების მხრიდან ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისიერების ნაკლებობას. კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები“, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

„ნაციონალური მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს. ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას“ , – ამბობდა ნიკა მელია.

 

თეგები: კელი დეგნანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, რომლებიც ასე ბევრს შრომობენ, რათა საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია – აშშ-ს ელჩი

დეკემბერი 30, 2021
775
პოლიტიკა

რთული გასაგებია, რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება -კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე

დეკემბერი 2, 2021
772
პოლიტიკა

პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება – კელი დეგნანი

დეკემბერი 2, 2021
765

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია