„პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი „შეცდომით“ ქვეყანას ატრიალებდა, ცესკოს გაყალბებას აბრალებდა და დღეს ცდილობენ ყველაფერი ადამიანური შეცდომით გაამართლონ, რაც მიუღებელი და დაუჯერებელია“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ISFED-ის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ამ ყველაფრის უკან რადიკალური ოპოზიციის წარმოამდგენლები დგანან.
„მათ კიდევ ერთი სერიოზული ხარვეზი მოუვიდათ. ისინი ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო მიყურადების შედეგად გამჟღავნებული ამბავი. თქვენ გახსოვთ, რომ 3 ნოემბერს გავაკეთე მე პირველი განცხადება. თუ 3 ნოემბერს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, ე.ი. შეგნებულად გააყალბეს, იქამდეც იცოდნენ და საუბრობდნენ და მათი განზრახი მოქმედების შედეგი იყო? მათ ამით კიდევ ერთხელ აღიარეს რომ ისინი ეჭვობენ, რომ 3 ნოემბრამდე რასაც ლაპარაკობდნენ ის იქნა მოსმენილი ან ინფორმაცია მივიდა.
ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ვიღაცას შემთხვევით შეეშალოს და ფორმულაში მიათვალოს ბათილი ბიულეტენები, 2 მილიონამდე ბიულეტენზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩარეულები იყვნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











