ISFED-ს ვურჩევ, დეტალურად და ღიად აუხსნას საზოგადოებას, რა მოხდა სინამდვილეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ISFED-ზე თავდასხმა და დადანაშაულება, რომ „ოცნების” ზეწოლას ვერ გაუძლეს არასწორია.
„ISFED-ზე თავდასხმა უსაფუძვლო ბრალდებებით, ‘ოცნებას გაურიგდა, ვერ გაუძლო ზეწოლას’ და ა.შ- არაა სწორი. როგორც მე ვხედავ, მართლაც, შესაძლოა, სერიოზული ტექნიკური შეცდომა მოუვიდა ორგანიზაციას და ეს მას დააზიანებს. არ მიკვირს, რომ ტოტალური თვალთვალის ქვეშ მცხოვრებ საზოგადოებაში, ქართულმა ოცნებამ, სავარაუდო ტექნიკური ხარვეზის შესახებ, წინასწარ იცოდა. ორგანიზაციის რეპუტაცია უკვე დაზიანებულია და არაა აუცილებელი მძიმე და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მათზე დამატებითი დარტყმის მიყენება. ISFED-ს კი, ვურჩევ, დეტალურად და ღიად აუხსნას საზოგადოებას, რა მოხდა სინამდვილეში”, – წერს სამადაშვილი.
ISFED-ი პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს – ის პირველად შედეგში ხარვეზს აღიარებს











