ისლანდია პირველი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაცია გახდა.
აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 87%-მა ვაქცინების მინიმუმ 1 დოზა მიიღო, ორივე დოზით კი 48% აიცრა. კუნძულოვან ქვეყანაში სულ 360 000 ადამიანი ცხოვრობს. მათგან კორონავირუსი 6 637 პირს დაუდასტურდა, 30 კი გარდაიცვალა.










