ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები, აკაკი კობალაძე და ახაკი ხუსკივაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
„ჩემს გულშემატკივრებს დიდ მადლობას გადავუხდი. მათი, ჩემი მეგობრების ჩემი ადვოკატების და მასმედიის დახმარებით საჯაროვდებოდა ყველაფერი და სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია, რომ გარეთ გამოვედით,“ – განაცხადა აკაკი კობალაძემ.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა ირაკლი ხუსკივაძისთვისაც.
„სიმართლე გითხრათ შოკში ვარ, არც ველოდით ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ჩემს მეგობრებს, ადვოკატებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გვგულშემატკივრობდნენ.“
შეგახსენებთ, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალად ედებოდათ ჯგუფურად განხორციელებულ იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.









