ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედროები, დღეს ღამით, ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის” მიწისქვეშა გვირაბების ინტენსიური დაბომბვისთვის ემზადება.
როგორც BBC “იერუსალიმ პოსტზე” დაყრდნობით იუწყება, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 10 მაისიდან დღემდე, მათ “ჰამასის” მებრძოლთა ათობით ტერორისტული სამიზნე და 15კმ. სიგრძის მიწისქვეშა გვირაბების ქსელი უკვე გაანადგურეს, დღეს ღამეს კი, ოპერაციის ფარგლებში იერიშის მიტანას ახალ სამიზნეებზე გეგმავენ.











