fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ისრაელის დამცავი ფარი – რა ვიცით „რკინის გუმბათზე”

20:32 მაისი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
წყარო: 
newspostalk.com

წყარო: newspostalk.com

1.8k
ნახვა

შუა აღმოსავლეთში მდგომარეობა სულ უფრო იძაბება – ისრაელი და ღაზას სექტორი ერთმანეთს სარაკეტო იერიშებით უპირისპირდებიან. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.

10 მაისს პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ღაზადან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაისროლეს. 11 მაისს „ჰამასმა“ ისრაელის უდიდესი ქალაქი, თელ-ავივი დაბომბა. რაკეტების ნა­წი­ლი ისრაელის „რკინის გუმბათმა“ დაიჭირა და მოსახლეობამდე მიღწევის საშუალება არ მისცა.

|რა არის ე.წ. „რკინის გუმბათი“

„რკინის გუმბათი“ (ებრ. כיפת ברזל)  ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვითი სისტემაა, რომელიც ისრაელის არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან დასაცავად არის განკუთვნილი. ის ქვეყანას რაკეტებისგან 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან იცავს.

„რკინის გუმბათი“ისრაელის კომანიებმა, Rafael Advanced Defense Systems-მა და Israel Aerospace-მა აშშ-ს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიმუშავეს. „რკინის გუმბათის“ თითოეულ ბატარიას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის დაცვა შეუძლია.

პირველი ბატარეა  2011 წლის 27 მარტს ბეერ-შევასთან ახლოს განთავსდა, რომელმაც 7 აპრილს ღაზიდან ნასროლი БМ-21-ის რაკეტები წარმატებით შეაჩერა.

„რკინის გუმბათი“ რადარისა და ანალიზის სისტემას ეყრდნობა, რათა დაადგინოს წარმოადგენს თუ არა შემომავალი რაკეტა საფრთხეს. როდესაც რაკეტა დასახლებულ პუნქტებს ან მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უახლოვდეს, „რკინის გუმბათი“ მათ ჰაერში ანადგურებს. განადგურებას თან ახლავს გამაფრთხილებელი სირენების ხმა, რომელიც ისრაელ-პალესტინის შეტაკებების დროს ხშირად ისმოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, სისტემა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც ის პირველად დაამონტაჟეს, თუმცა პროგრამულმა ცვლილებებმა წლების განმავლობაში ის უფრო უნარიანი გახადა.

„რკინის გუმბათს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს საკრუიზო რაკეტებს, თვითმფრინავებს, დრონებს. ასევე ისეთ საფრთხეებს, რომლებიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ უახლოეს თვეებში გამოჩნდება“,- ამბობს ჰომას თავდაცვის სამინისტროს დირექორი, მოშე პატელი.

თუმცა, რკინის გუმბათის ზოგიერთი კრიტიკოსი უკვე დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ ის ფუნდამენტურად კონფლიქტის გახანგრძლივებას ემსახურება.

„დროთა განმავლობაში რკინის გუმბათმა, შესაძლოა, უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი“,- განუცხადა 2014 წელს WP-ს პოლიტოლოგმა, იოავ ფრომერმა.

|რამდენად ეფექტურად იგერიებს რაკეტებს „რკინის გუმბათი“

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, „რკინის გუმბათმა“  ნას­რო­ლი რა­კე­ტე­ბის 90%-ზე მე­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შეძლო. მათი თქმით, ღაზის სექტორიდან დაახლოებით 500 რაკეტა ისროლეს.

თუმცა, ანალიტიკოსებთა ნაწილი აღნიშნულ ციფრებს ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ისინი არასანდოა.

„რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არცერთი სისტემა ბოლომდე სრულყოფილი არ არის, განსაკუთრებით განვითარებადი საფრთხის წინაშე“, – წერს ბროკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაიკლ არმსტრონგი.

„რკინის გუმბათის“ მომხრეები აცხადებენ, რომ საჰაერო დაცვის სისტემამ  კონფლიქტის დროს ღაზას სექტორში ისრაელის ჯარის გაგზავნის აუცილებლობა შეაჩერა.

სისტემის ღირებულება დაბალია, რადგან ის მხოლოდ იმ დროს აქტიურდება, როდესაც რაკეტა მოსახლეობით დასახლებულ ადგილებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უახლოვდება. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე  ნაკლები ბატარია სჭირდება. ეს მას უცხოური ქვეყნებისთვის მიმზიდველს ხდის, აშშ-ს არმიამ 2 ბატარია უკვე შეიძინა.

ისრაელის მოსახლების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა „რკინის გუმბათზე“ ზედმეტად არის დამოკიდებული და სხვა თავდაცვითი საშუალებების, მათ შორის თავშესაფრების შენებაში, საკმარის რესურსებს არ დებს.

„ჩვენ მხოლოდ „რკინის გუმბათისა“ და იღბალის იმედზე ვართ“,- განუცხადა ადგილობრივ რადიოს აშკელონში მცხოვრებმა, გაი მანმა მას შემდეგ, რაც მის საცხოვრებელ შენობას რაკეტამ დაარტყა.

|რა სახის რაკეტებს იყენებს ღაზა და რა პრობლემებს უქმნის ის „რკინის გუმბათს“

„რკინის გუმბათს“ ისრაელი პალესტინასთან კონფლიქტის დროს უკვე ათწლეულებია იყენებს. თუმცა, მიუხედავად მისი წარმატებისა, ზოგიერთი რაკეტის შეჩერება ზოგჯერ შეუძლებელი ხდება და ის მოსახლებამდე აღწევს.

ექსპერტები, რომლებიც „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ არსენალებს აკვირდებიან, ამბობენ, რომ მათ, შესაძლოა, ათიათასობით რაკეტა ჰქონდეთ, რომლებიც ხშირად ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და მეტალის გარსაცმებით არის დამზადებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 11 მაისს ისრაელის სამხრეთ ნაწილში 200-ზე მეტი რაკეტა ჩამოვარდა. ქალაქ აშკელონის ორი მცხოვრები გარდაიცვალა, ხოლო 3 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

WP წერს, რომ სავარაუდოდ, „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ რჩევებს  სამხედრო აღჭურვილობაზე ირანისგან და სხვა მოკავშირეებისგან იღებდნენ. ასევე მოკავშირე ქვეყნები მათ იარაღს ეგვიპტის საზღვარზე კონტრაბანდისტული გზით აწვდიდნენ.

„ჰამასმა“, რომელიც ღაზას აკონტროლებს, რაკეტის სახელად Qassam-ის წარმოება 2001 წელს დაიწყო. თავდაპირველად რაკეტის  დიაპაზონი (გავრცელების სფერო) 2-3 მილი იყო. ბოლო ვერსიებში კი ის 10 მილამდე გაიზარდა.

ზოგიერთი რაკეტის დიაპაზონი, რომელიც ღაზას სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით ისროლეს, საკმაოდ დიდია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერლის, მაიკლ ჰერცოგის განცხადებით „რკინის გუმბათისთვის“ მოკლე დიაპაზონის მქონე რაკეტებიც საფთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, „რკინის გუმბათი“ 2,5 მილზე  ნაკლებ ეფექტურია.

 

მომზადებულია Washington Post-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: ისრაელის „რკინის გუმბათი"

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია