fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ისრაელის საელჩო პალესტინის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

15:02 თებერვალი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

ისრაელის საელჩო პალესტინის საქმეზე იურისდიქციის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.  განცხადების თანახმად, ისრაელი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC – International Criminal Court) წევრი და არ ეთანხმება მის იურისდიქციას.

„მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ იურისდიქციის გადაცემა სასამართლოსთვის, ხოლო პალესტინის სახელმწიფო არ არსებობს და არც არასდროს უარსებია. ჰააგის სასამართლო შეიქმნა იმისთვის, რომ დაპირისპირებოდა იმ მასობრივ სისასტიკეს, რომელიც ძირეულად მიუღებელია კაცობრიობისთვის, და არა დამოუკიდებელი და ეფექტური სამართლებრივი სისტემების მქონე დემოკრატიული ქვეყნების დევნისათვის. ამ გადაწყვეტილებით სასამართლო, სამწუხაროდ, დაექვემდებარა პოლიტიზირებას, დაარღვია მანდატი და იმ საკითხების მცდარი გადაწყვეტით, რომლებზეც მას არა აქვს უფლებამოსილება, და რომლებიც მხარეების შეთანხმების თანახმად პირდაპირი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარებულიყო, უფლება მისცა, ჩაერთოთ პოლიტიკურ კონფლიქტში.

ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ არამარტო სერიოზულად დააზიანა საკუთარი ლეგიტიმურობა, არამედ ხელი შეუწყო მხარეებს შორის პოლარიზაციას, რამაც ისინი  უფრო დააშორდა დიალოგისგან, რომელიც ასე აუცილებელია მათ შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. და ეს მოხდა, პროგრესის შესაძლეძლებლობის იშვიათ მომენტში, რაც შეიქმნა რეგიონში ბოლოდროინდელი ისტორიული მნიშვნელობის, ნორმალიზაციისკენ მიმართული ხელშეკრულებებით და ისრაელ-პალესტინის კოორდინაციის განახლებით. უცხო სასამართლოს მხრიდან ამ დაუსაბუთებელმა ჩარევამ წაახალისა პალესტინის უარი მოლაპარაკებების განახლებაზე, ხელსაყრელი აღმოჩნდა ექსრემიტებისთვის და სასამართლო  ანტისრაელის პროპაგანდის იარაღად აქცია.

ისრაელი არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ერთგულია კანონის უზენაესობის და საერთაშორისო სამართლის. ისრაელი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები და ჯარისკაცები სასამართლოს მიერ მიღებული ამ არაკანონიერი გადაწყვეტილებისგან, რომელმაც გამოააშკარავა, რომ იგი პოლიტიკური ორგანოა და არა სასამართლო ინსტიტუტი.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, ვისთვისაც ღირებულია საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა და ცდილობს, დაიცვას იგი პოლიტიზირებისაგან, შეეწინააღმდეგოს ამ გადაწყვეტილებას და უარი თქვას ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ თავისი იურისდიქცია გავრცელდება ტერიტორიებზე, რომლებიც ისრაელს აქვს ოკუპირებული. ამ გადაწყვეტილებით, მთავარ პროკურორს შესაძლებლობა მიეცემა დაიწყოს ისრაელის ქმედებების გამოძიება.

თეგები: განცხადებაისრაელის საელჩო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 25, 2021
793
მთავარი ამბავი

მაგთიკომი მომხმარებლებს აფრთხილებს

სექტემბერი 3, 2021
999
სიახლე

GWP განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 31, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია