ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში სამიზნეები დაბობმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სრაელის საჰაერო ძალების სამიზნე ორი ობიექტი გახდა. იერიში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაჯგუფების მიერ კონტროლირებად საწვრთნელ ცენტრზე მიიტანეს.
ისრაელის სამხედრო ავიაციის განაცხადებით, ღაზას სექტორზე 10-მდე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.
ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაფორმებისას მოხდა
„არ მიკვირს, რომ პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი სწორედ ამ ისტორიული ცერემონიის დროს გახსნეს. მათ მშვიდობის უკან დახევა სურთ, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.











