fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ისრაელის შექმნა და „კატასტროფა“ – ისტორიული კონფლიქტი პალესტინასთან (მიმოხილვა)

15:53 მაისი 11, 2021
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
1.6k
ნახვა

ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება განახლდა. ბოლო პერიოდში განხორციელებულ შეტაკებებს წინ ერთთვიანი დაძაბული ვითარება უძღვოდა, თუმცა მათ შორის კონფლიქტს უფრო ვრცელი ისტორია აქვს, რომელიც ათწლეულებს ითვლის.

 

|ისტორიული კონფლიქტი – როგორ დაიწყო

ყველაფერი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომიდან დაიწყო.

კერძოდ, ბრიტანეთმა პალესტინად წოდებულ ტერიტორიაზე კონტროლი მას შემდეგ აიღო, რაც შუა აღმოსავლეთის ამ ნაწილის მმართველი, ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა.

ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ებრაელთა მცირე ნაწილი და არაბთა უმრავლესობა სახლობდა. ორ ხალხს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ბრიტანეთს ებრაელი ხალხისთვის პალესტინაში „ეროვნული სახლის“ დაარსება დაავალა.

ებრაელებისთვის ეს ტერიტორია მათი წინაპრების სახლი იყო,  პალესტინელი არაბები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. შესაბამისად, ისინი ებრაელი ხალხისთვის პალესტინაში „ეროვნული სახლის“ დაარსებას ეწინააღმდეგებოდნენ.

1920-40-იან წლებში ხსენებულ ტერიტორიაზე ჩასულ ებრაელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით ჰოლოკოსტის შემდეგ, როცა ისინი სამშობლოს ეძებდნენ. ამან ორ ხალხს შორის კონფლიქტი უფრო გაამწვავა.

1947 წელს გაერომ პალესტინის ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად გაყოფას დაუჭირა მხარი, იერუსალიმი კი საერთაშორისო ქალაქი უნდა გამხდარიყო. ებრაელმა ლიდერებმა აღნიშნულ გეგმას მხარი დაუჭირეს, თუმცა არაბულმა მხარემ უარყო. შესაბამისად, ის არ განხორციელებულა.

 

|ისრაელის შექმნა და „კატასტროფა“

პირველი მასშტაბური დაპირისპირება ორ ხალხს შორის 1948 წელს დაიწყო, როცა 14 მაისს გაერთიანებული სამეფოს მანდატი ამ ტერიტორიაზე დასრულდა. იმავე დღეს ებრაელმა ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ განაცხადეს.

პალესტინელები ამის წინააღმდეგები იყვნენ. ამიტომ, 15 მაისის გამთენიისას ტერიტორიაზე უკვე არაბული კოალიციის ჯარი შევიდა.

ომმა პალესტინის სრული დემოგრაფიული ტრანსფორმაცია გამოიწვია. კერძოდ, ასიათასობით პალესტინელს საკუთარი სახლების დატოვება და გადასახლება მოუწია.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ისრაელის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გაიზარდა.

იორდანიამ დაიპყრო მიწა, რომელიც დღეს დასავლეთ სანაპიროს (West Bank) სახელითაა ცნობილი, ხოლო ეგვიპტემ ღაზას ოკუპაცია მოახდინა.

იერუსალიმი ორ ნაწილად გაიყო – დასავლეთით ისრაელი აკონტროლებდა, ხოლო აღმოსავლეთით იორდანიის ძალები.

1948-1949 წლების პალესტინის ომი, ცნობილია ისრაელში დამოუკიდებლობისთვის ომის სახელით (ებრ. מלחמת העצמאות, Milkhemet Ha’Atzma’ut ) და არაბულად, როგორც ნაკბა (პირდაპირი თარგმანით – კატასტროფა).

წყარო: BBC

 

|ექვსდღიანი ომი (1967)

კიდევ ერთი ომი ისრაელსა და არაბული ქვეყნების კოალიციას შორის 1967 წელს გაჩაღდა, როცა არაბული ქვეყნის ლიდერებმა ე.წ „სამი არას“ კონცეფციას დაუჭირეს მხარი – არა ისრაელის აღიარებას, არა ისრაელთან მოლაპარაკებას და არა ისრაელთან მშვიდობას.

ომის შედეგად ისრაელმა კონტროლი აღმოსავლეთ იერუსალიმზე, მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე (West Bank), სინაის ნახევარკუნძულზე, რომელიც იქამდე ეგვიპტეს ეკუთვნოდა, ღაზის სექტორსა და გოლანის სიმაღლეებზე მოიპოვა.

 

|იომ-ქიფურის ომი (1973)

კიდევ ერთი ომი ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის 1973 წელს გაჩაღდა. კერძოდ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, იუდეველთა დღესასწაულის იომ-ქიფურის დროს ეგვიპტისა და სირიის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოულოდნელად შეუტიეს ებრაელთა პოზიციებს სინას ნახევარკუნძულსა და გოლანის მაღლობებზე. პირველ დღეებში არაბებმა ორივე ფრონტზე შეძლეს რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევა, მაგრამ ისრაელის ჯარებმა მალე მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება და ინიციატივის ხელში ჩაგდება. ეგვიპტის ჯარები ბლოკირებული აღმოჩნდნენ სუეცის არხის აღმოსავლეთ ნაპირზე, უკუაგდეს სირიელებიც.

22 ოქტომბერს გაეროს ჩარევით ცეცხლი შეწყდა.

1978 წელს ეგვიპტესა და ისრაელს შორის კემპ-დევიდის შეთანხმება დაიდო.დოკუმენტის თანახმად ისრაელმა 1982 წლამდე ეტაპობრივად გაათავისუფლა სინაის ნახევარკუნძული. მოხდა ზონის დემილიტარიზაცია და იქ გაეროს ცისფერჩაფხუტიანთა კონტიგენტი განლაგდა. აღდგა ეგვიპტესთან 1948 წლისთვის არსებული საზღვარი. ღაზის სექტორი დარჩა ისრაელის კონტროლის ქვეშ. არაბული ქვეყნებიდან პირველმა ეგვიპტემ ცნო ისრაელის დამოუკიდებლობა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

კემპ-დევიდის შეთანხმება იყო ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პირველი მცდელობა ახალი ფორმულით: „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“.

1993 წელს ისრაელი დათანხმდა პალესტინის არაბული ავტონომიის შექმნაზე.

2003 წელს აშშ-ის, ევროკავშირის, რუსეთისა და გაეროს მონაწილეობით შემუშავდა „საგზაო რუკა“, რომელიც გულისხმობს პალესტინის არაბული სახელმწიფოს შექმნას. მიუხედავად ამისა, პალესტინაში ებრაელებსა და არაბებს შორის საბოლოო მშვიდობა ჯერ არ დამყარებულა.

დღესდღეობით პალესტინელ ლტოლვილთა უმეტესობა ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე, იორდანიაში, სირიასა და ლიბანში ცხოვრობს.

დასავლეთ სანაპირო კვლავ ისრაელის კონტროლის ქვეშაა. ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია. პალესტინელები კი ამბობენ, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია.

|რა ხდება ახლა

მხარეებს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე.

კერძოდ, ღაზას პალესტინის მებრძოლთა დაჯგუფება, სახელად „ჰამასი“ მართავს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ბევრჯერ იბრძოდა. ისრაელი და ეგვიპტე ღაზას საზღვრებს მკაცრად აკონტროლებენ, რათა იარაღის ჰამასისთვის მიწოდება შეაჩერონ.

ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები აცხადებენ, რომ ისინი ისრაელის ქმედებებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო იტანჯებიან. ისრაელი კი თავის მხრივ ამბობს, რომ ამ ყველაფერს პალესტინელების ძალადობისგან თავის დასაცავად აკეთებს.

მხარეებს შორის სიტუაცია განსაკუთრებით 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში, მაჰმადიანური რამადანის თვის დასაწყისიდან, დაიძაბა. კერძოდ, პალესტინელებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ზოგიერთი პალესტინელბი ოჯახის განდევნამ უფრო გაამწვავა.

|ბოლოდროინდელი მოვლენები

ორშაბათს, 10 მაისს  ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ შეტაკების დროს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელყუმბარები გამოიყენა.  შეტაკებისას 300 პალესტინელი დაშავდა, რომლებიც იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში სალოცავად იყვნენ მისულები.

Al-Aqsa Mosque: Hamas flags and stones as thousands prepare to prevent police, 'settlers' from 'storming' the compound. pic.twitter.com/yIvT8Eksra

— Khaled Abu Toameh (@KhaledAbuToameh) May 10, 2021

პარალელურად „ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს,  განცხადება გაავრცელა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებდა, თუ ისრაელი უსაფრთხოების ძალებს იერუსალიმიდან არ გაიყვანდა.

10 მაისს საღამოს, ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვა. ისრაელმა კი ამას საპასუხო დარტყმებით უპასუხა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

This needs to be shared. pic.twitter.com/Us8XgycHPu

— Israel Defense Forces (@IDF) May 10, 2021

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო დარტყმებს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის თქმით, მათ „ჰამასის“ სამი მებრძოლი მოკლეს.

„ჩვენ დავიწყეთ, ვიმეორებ ჩვენ დავიწყეთ ღაზას სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმა“,- განაცხადა ისრაელის სამხედრო სპიკერმა, პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასმა „წითელი ხაზი გადაკვეთა“ და ისრაელი „დიდი ძალებით“ უპასუხებს.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის განადგურების კადრები გაავრცელეს

Footage: The IAF strikes terror targets in the Gaza Strip pic.twitter.com/YZjlNqew9w

— Israeli Air Force (@IAFsite) May 10, 2021

|როგორია კონფლიქტის მომავალი

მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 25 წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების ბოლო მცდელობა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ეკუთვნის.

2020 წლის 28 იანვარს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც წარადგინა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა. ტრამპის თქმით, ეს იყო „საუკუნის შეთანხმება“, რომელიც წარმოადგენდა „ორი სახელმწიფოს მოდელის [პრობლემის] რეალისტურ მოგვარებას“.

თუმცა, პალესტინამ გეგმა მიუღებლად მიიჩნია. სამშვიდობო მოლაპარაკებებს კი ორივე მხარის თანხმობა სჭირდება. სანამ ეს არ მოხდება, კონფლიქტი კვლავ გაგრძელდება.

 

გამოყენებული წყაროები: BBC-ი

Washington Post

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ისრაელმა ჰამასის შეიარაღებულ შენაერთებზე საჰაერო იერიში მიიტანა

ივნისი 16, 2021
784
მთავარი ამბავი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა

მაისი 25, 2021
780
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

მაისი 21, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია