ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, ბენი განცი კარანტინში იმყოფება. ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, განცს კორონავირუსით ინფიცირებულ ოჯახის წევრთან ჰქონდა კონტაქტი.
განცის თქმით, თავს კარგად გრძნობს და შეუძლია სამუშაო კარანტინიდან გააგრძელოს.











