ბაჰრეინმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაამყარეს.
ინფორმაციას apnews-ი ავრცელებს.
ხელშეკრულებას ხელი მანამაში მოეწერა, სადაც ისრაელის მაღალი დონის დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.
ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულ პოლიტიკას არ გაატარებენ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება აშშ-ის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაჰრეინთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.











