ღაზას სექტორში მდებარე შენობაზე, სადაც მედიასაშუალებები “ალ ჯაზირა” და “ასოშიეთიდ პრესის” წარმომადგენლობები იყო განთავსებული, ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, განადგურდა შენობა, თუმცა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ისრაელმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შენობაში განთავსებული მედიასაშუალებები წინასწარ გააფრთხილა.











