ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა „ჰამასის“ სამი ლიდერის სახლზე, საიდანაც მანამდე „ჰამასის“ მეთაურებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ვრცელებს.
სამხედროების თქმით, ეს სახლები ეკუთვნოდა ტერორისტული ჯგუფის პოლკის მეთაურებს.
ისრაელის კიდევ ერთი საჰაერო დარტყმა მიზნად ისახავდა იარაღის საცავის ადგილის განადგურებას, სადაც იყო სამხედრო ტექნიკა და მზადდებოდა სხვადასხვა იარაღი.











