ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 715 425 ვაქცინირებული ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 317 (0.04%-ს) დაინფიცირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian- ი ავრცელებს.
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 16-ს (0,002%-ს) დასჭირდა.
კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც Maccabi Healthcare Services-მა გამოაქვეყნა, 163 000 ადამიანიდან, რომელმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, კორონავირუსით მხოლოდ 31 მათგანი დაინფიცირდა.
Maccabi Healthcare Services-ის განცხადებით, შედეგები ცხადყოფს, რომ Pfizer-ს კორონავირუსის ვაქცინა 92%-ით ეფექტურია.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამჟამად, აცრა ისრაელის მოსახლეობის მეოთხედმა გაიკეთა.











