ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.
შესაბამისად, მოქალაქეებს შეეზღუდებათ გადაადგილების უფლება, დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფუნქციონირებას შეწყვეტს კაფეები და რესტორნები.
ინფორმაციისთვის, ისრაელში, ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა.
ამ დრომდე, ქვეყანაში ვირუსი 153 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1108 პირი.
ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა კი, 3000-დან 5 000-მდე მერყეობს.











