ისრაელში მკაცრი ლოქდაუნი 7 იანვრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელში ლოქდაუნი ძალაში 2 კვირის განმავლობაში იქნება. ქვეყანაში დაიხურება სკოლები, საბავშვო ბაღები და არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელში უკვე ცირკულირებს ბრიტანეთში დაფიქსირებული ვირუსის ახალი შტამი, რომელიც სწრაფად ვრცელდება.











