ისრაელმა Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინის 6 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რომლის პირველ პარტიას ქვეყანაში, სავარაუდოდ, იანვარში შეიტანენ“,- აცხადებენ კომპანია Moderna-ში.
ცნობისთვის, ისრაელში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო.











