ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს.
„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით პურიმის დღესასწაულზე 25 თებერვლის საღამოდან 28 თებერვლამდე 20:30-05:00 საათებში ქვეყანაში კომენდანტის საათი იმოქმედებს.
იკრძალება:
საცხოვრებელი სახლიდან ერთი კილომეტრის მანძილზე დაშორება;
სხვასთან სტუმრობა;
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 20:00 საათზე შეწყვეტს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !“, – ნათქვამია განცხადებაში.











