ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, იული ედელშტეინის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირების მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის შემსუბუქება შეჩერდება და შესაძლოა, უფრო მეტი შეზღუდვები დაწესდეს. ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
„შოკში ვიყავი, როდესაც სავაჭრო ცენტრებში ხალხმრავლობა ვნახე“, – განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, ისრაელში საყოველთაო კარანტინი ორი თვის წინ დაწესდა. გასულ კვირას შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.











