ისრაელმა, შესაძლოა, უახლოესი 2 თვის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 12 წლის ზემოთ მყოფი ბავშვებიც აცრას, იმ შემთხვევაში თუ კვლევები აჩვენებს, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ის უსაფრთხოა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით 504 269 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 3 704.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 425 936-ს შეადგენს.











