იტალია აღდგომის პერიოდში ლოქდაუნის დაწესებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
სავარაუდოდ, ლოქდაუნი 3-5 აპრილის პერიოდში დაწესდება.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 3,201,838 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 101,881 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,579,896-ს შეადგენს.











