იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ ზომებს 31 ივლისამდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას tgcom24-ი ავრცელებს.
„მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენ შეზღუდვებს ვერ გავაუქმებთ. შესაბამისად, მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ ზომებს 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომლის მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება.











