კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო იტალია შეზღუდვებს ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში მაღაზიები, რესტორნები და სკოლები დაიხურება.
3-5 აპრილის პერიოდში (აღდგომის დღესასწაული) ქვეყანაში ლოქდაუნი დაწესდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 3,223,142 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 102,145 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,589,731-ს შეადგენს.











