იტალია შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა შეზღუდვები იტალიის 20-დან 15 რეგიონში შეამსუბუქა. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ იტალიის ზოგიერთ რეგიონში რესტორნებსა და ბარებში მაგიდებთან სტუმრებს 18:00 საათამდე ემსახურებიან.
შემსუბუქების მიუხედავად, შენარჩუნდა კომენდანტის საათი.











