იტალიამ სათხილამურო კურორტების გახსნა მარტამდე გადადო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამის მიზეზი კოვიდის ბრიტანული შტამის გავრცელებაა, რომელიც ქვეყანაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების 17.8%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, იტალიაში სათხილამურო კურორტები დღეიდან, 15 თებერვლიდან უნდა გახსნილიყო.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით 2,721,879 ადამიანი დაინფიცირდა.
ვირუსს 93,577 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,225,519-ს შეადგენს.











