იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 684 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1 641 610 შემთხვევა დადასტურდა, 57 045 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 823 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.











