იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდი ლაბორატორიულად 18 040 ადამიანს დაუდასტურდა და ვირუსით 505 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსის 2 009 317 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 70 900 ადამიანი.










