Worldometers-ის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.
ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 14,320 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 288 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით 4,009,208 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 120,544-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა 3 449 955 პაციენტი.











