იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 318 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 3,081,368 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,508,732-ს შეადგენს.











