იტალიაში კოვიდის ინდური შტამის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვირუსის ახალი ვარიანტი მამა-შვილს გამოუვლინდა, რომლებიც ინდოეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინდოეთიდან დაბრუნებული ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ზედიზედ მეხუთე დღეა ქვეყანაში კოვიდის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.











