იტალიაში მომხდარი საბაგიროს კატასტროფის გამო, რომელსაც 14 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი დააკავეს.
იტალიის პოლიციის განცხადებით, სამ პიროვნებას ევალებოდა ეზრუნა საბაგიროს გამართულ მუშაობაზე, სიგნალი, რომელიც გაუმართავი მუშაობის გამო უნდა მიეღოთ, გამორთული იყო. ამის შესახებ სამივე პირს ჰქონდა ინფორმაცია. თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
დაზიანებულმა საბაგირომ 100 კილომეტრ საათით დაიწყო სვლა, საბოლოოდ კი 20 მეტრის სიმაღლიდან, მოტარონის მთებში, ტბა მაგიორთან ჩამოვარდა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობს.
საბაგიროში 5 სხვადასხვა ოჯახი იმყოფებოდა. ავარიას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს, ისრაელ ეითან ბირანი, რომელიც 5 წლისაა და მედიკამენტოზური კომიდან სულ ახლახანს გამოვიდა. მისი მდგომარეობა კი კრიტიკულადაა შეფასებული.











