იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოპური მედია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნით პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს. ცნობისთვის, იტალიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ოქტომბრის შუა რიცხვებში იწურება.
იტალიაში კორონავირუსის 314 861 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 227 704 და დაღუპულია 35 894 ადამიანი.
რაც შეეხება საქართვლოს, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 6640 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 3419 და გარდაიცვალა 40 ინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმში – 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანი იმყოფება.
კოვიდ სასტუმროში მყოფი სულ 1100 პირია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქეა.











