იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას განცხადებით, ვაქცინები პანდემიის დასასრულებლად უმთავრესი საშუალებაა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
სპერანცას თქმით, იმედი აქვს ევროპის წამლის სააგენტოსგან მალე მიიღებს საჭირო ინფორმაციას, რათა ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის აცრა განაგძოს.
„იტალიის მთავრობას სჯერა, რომ ვაქცინები პანდემიის დასასრულებლად უმთავრესი საშუალებაა. ველოდებით ინფორმაციას ევროპის წამლის სააგენტოსგან. უსაფრთხოების მაღალ დონეს ვითხოვთ“,- განაცხადა სპერანცამ.
შეგახსენებთ, რომ იტალია იმ ქვეყნების სიას მიეკუთვნება, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს. მიზეზი ისაა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანთა ნაწილს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდათ. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, არსებობს თუ არა ვაქცინასა და გვერდით ეფექტებს შორის კავშირი.











