„მინდა კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ყველა მათგანს ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში და მინდა მივმართო, რომ რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ, ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ახალგაზრდებისთვის, შვილებისთვის. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი ჩვენი გუნდის სახელით მინდა ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა მერმა.










