პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ Facebook-ზე მისი პრესმდივანი მარინა სოროკა წერს.
მისი თქმით, ტიმოშენკოს ორგანიზმში კორონავირუსი აღარ ფიქსირდება, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს ფილტვების ანთება.
„კარგი ამბების დრო დადგა. კორონავირუსი დამარცხებულია. იულია ტიმოშენკოს ტესტის პასუხი უარყოფითია. ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.
მას კვლავ აქვს ფილტვების ანთება, თუმცა მკურნალობას თავისი შედეგი მოაქვს.“ – წერს მარინა სოროკა.
შეგახსენებთ, ტიმოშენკო კორონავირუსით 23 აგვისტოს დაინფიცირდა.











