იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხომას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.
გუშინ პარლამენტმა 136-ხმით საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.
ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება.











