“ერთიანი საქარველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძის განცხადებით პროკურატურის განცხადება, რომ ნიკა მელიას ახლაც შეუძლია გირაოს გადახდა და ამ შემთხვევაში გათავისუფლდება, სამართლებრივი ნონსენსია.
ბურჯანაძის თქმით, მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ გირაო ავტომატურად გაუქმდა და მისი გადახდა კანონის დარღვევაა.
“შოკშია ხალხი, სადმე გინახავთ პოლიტიკური პარტიის შტურმი ესე სახურავებიდან ჩასული სპეცრაზმელებით? ამდენი ჭკუაც არ ყოფნით და გუშინ პროკურატურამ უფრო მეტი სისულელე გააკეთა. ორი დღით ადრე გამოდის პრემიერი და ამბობს, რომ სისხლის სამართლის მძიმე დამნაშავე უნდა დავიჭიროთო და მისი გარეთ ყოფნა ქვეყნისთვის საშიშიაო. მეორე დღეს ატარებს სპეცოპერაციას, მესამე დღეს გამოდის პროკურატურა, რომლის დასკვნის საშუალებითაც განაცხადა პრემიერმა საშიში დამნაშავე და კრიმინალიაო მელია, და ამბობს, არაუშავს გადაიხადოს გირაო და იყოს გარეთო. გაუქმებულ გირაოზე ამბობს. ეს სამართლებრივი დეტალები ცალკე კატასტროფაა, იურისტებს თმები ყალყზე აქვთ. ნიკა როცა დააპატიმრეს გირაო გაუქმდა. სამართლებრივი ისეთი ნონსესებია გაგიჟდები”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.











